![](https://sportall.ge/pictures/image5/a6d260d020fb6f8d1b115e6bf8939f73.jpg)
ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "გენტი" გასვლაზე 0:1 დამარცხდა "კორტრეიკთან".
მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები განუწყვეტლივ უტევდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მარკო ილიჩი.
"გენტის" ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა 48-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, თამაში მის ნაცვლად 63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაამწვავა, მე-80 წუთზე ტარიკ ტისუდალიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვლეს, 86-ეზე კი ჩაკვეტაძემ შორიდან ძლიერად დაარტყა და "კორტრეიკი" ისევ ილიჩმა იხსნა.
"გენტი" 7 ქულით მე-16 ადგილზეა (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 23 სექტემბერს
სტუმრად "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება.
სწორია სიჩქარე არ უნდა ამ საქმეს
ჩაკვე გაიხაენებს დიდ ფეხბურთს