26 ივლისის შემდეგ პირველად დააყენა "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში (ოფიციალურ მატჩში ბოლოს 1 წლის წინ იყო სასტარტოში), თანაც ბრიუსელში "ანდერლეხტთან" ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-8 ტურის რთულ შეხვედრაში და თავის წარმოჩენის შანსი მისცა.
ჩაკვეტაძე აქტიური იყო, 28-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველ მურილიოს ადვილად გასცდა და მეურვემ წესების დარღვევით შეაჩერა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. 39-ე წუთზე სტუმრები კასტრო-მონტესმა დააწინაურა, 59-ეზე კი რაფაელოვმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
გიორგი 66-ე წუთზე თავდამსხმელმა ტისუდალიმ შეცვალა. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე ჩემპიონატზე მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"გენტი" 8 ქულით მე-14 ადგილზეა და 26 სექტემბერს "სერკლ ბრიუგეს" უმასპინძლებს.