ვაჩიბერაძე - მატჩის საუკეთესო, წიტაიშვილის 20 წუთი

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ოდესის "ჩერნომორეცმა" "პრიკაპარტია" სტუმრად 4:1 დაამარცხა და უკრაინის თასის მერვედფინალში გავიდა. გუნდის კაპიტანი ბექა ვაჩიბერაძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გიორგი წიტაიშვილმა კი დასკვნითი 20 წუთი ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლების ერთადერთი შედეგიანი მოქმედება ბექას ავტოგოლით გავიდა. მას არც გოლი და საგოლე პასი არ ჰქონია, თუმცა მაინც ყველაზე მეტად გამოარჩიეს. 

25 წლის ვაჩიბერაძე აქამდე ბელგიურ "ლომელსა" და ლატვიურ RFS-ში გამოდიოდა.

20 წლის წიტაიშვილმა უკრაინის ჩემპიონატის გასულ ორ ტურში მოედანზე 90 წუთი გაატარა და როგორც ჩანს, დასვენების საშუალება მიეცა.

"ჩერნომორეცი"
უკრაინის ჩემპიონატის მე-9 ტურში, 27 სექტემბერს, "ინჰულეცს" უმასპინძლებს.

altმამარდაშვილი "რეალის" წინააღმდეგ, მიქაუტაძის მოლოდინი და წიტაიშვილის გუნდის სირთულე

altწიტაიშვილმა უკვე "ჩერნომორეცში" ითამაშა, ვაჩიბერაძესთან ერთად

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა ხეიბარი გამოიძახეს ნაკრებში, მაგრამ ბექას გამოძახებას არ დაადგა საშველი.
გიორგი
13:57 24-09-2021
0
ბექა რომ გამოიძახონ ნაკრებში კარგი იქნება,მაგრამ ინტრიგებს რა ვუყოთ
გრიგოლი1408
15:51 24-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული