მიქაუტაძე: სამ დიდ გუნდთან დავმარცხდით, "ზულტე ვარეგემს" უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში სტუმრად „გენკთან“ წაგებულ მატჩში (0:3) „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი გააკეთა.

„ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. მათ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ჯერ ერთი გოლი გაგვიტანეს, ცოტა ხანში - მეორე. ეს მტკივნეული იყო. საკმარისი კონცენტრაცია და გამოცდილება არ გვაქვს. სწავლა უნდა განვაგრძოთ.

თამაშში დასაბრუნებლად გოლის გატანა გვჭირდებოდა, მაგრამ მეტოქე გაცილებით უკეთესად თამაშობდა. ისინი შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთს, უფრო სწრაფად მოქმედებენ, ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

სამ დიდ გუნდს დავუპირისპირდით და
სამივეჯერ მარცხი განვიცადეთ. შემდეგი მატჩი „ზულტე ვარეგემთან“ უნდა მოვიგოთ“, - ციტირებს მიქაუტაძეს Voetbalkrant-ი.

„სერენი“ „ზულტე ვარეგემს“ 3 ოქტომბერს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია რომ ერთი თავდამსხმელი გვყავს მაღალი დონის ლიგაში. ტოპ ლიგა არ არის, მაგრამ ეს ბიჭიც პატარაა ჯერ. 2-3 წელი აქვს ზრდისთვის. მთავარია სათამაშო დრო ჰქონდეს და ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი. გამტანი თავდამსხმელის პრობლემა მგონი მოხსნილი გვექნება ერთი ათი წელი
მიხარია ეს ბიჭი
11:56 28-09-2021
0
მაღალი დონის ლიგა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია
გრიგოლი1408
13:16 28-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული