ტრავმის გამო ჩაკვეტაძე "ანორთოსისთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "ანორთოსისთან" კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ბელგიური გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადა:

"გიორგის ბარძაყის პრობლემა აქვს და ხვალ ჩვენთან ერთად არ იქნება. თავიდან ეს სერიოზულად არ მოჩანდა და გიორგიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, მაგრამ დღეს ძალიან გაუჭირდა და ამიტომ განაცხადში არ არის. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდებით და ვნახავთ, მომჯობინდება თუ არა კვირისთვის".

შემდეგ შეხვედრას "გენტი" ჟუპილერ ლიგაზე 3 ოქტომბერს სტუმრად "ანტვერპენთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თანდათან მიემატებიან კვარაცხელია , ლობჟანიძე, კიტეიშვილი კიდევ ერთიორი შემტევი. აბა ნაკრებში ხომარ შევკრებთ ყველას ერთად და მოსაგებად ხომარ გავალთ მოედანზე
იაგო
22:10 29-09-2021
3
მოვიდა სანაკრებო თამაში და დაიწყო ტრავმიანობა, შემდეგი ვინ არის?
გურჯი
21:53 29-09-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული