"რთული თამაში გველოდება. "გენტი" ძალიან კარგი გუნდია. მჯერა, რომ ჩვენც ასეთივენი ვართ და ვეცდებით, დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.
ვცდილობთ, სათანადოდ მოვემზადოთ და წარმატებით ვითამაშოთ. თუ გავიმარჯვებთ, ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება. ჩვენ მშვენიერი გუნდი და ფეხბურთელები გვყავს.
პრობლემები გვქონდა და სასწაულია, რომ აქ ვართ. ვულოცავ ფეხბურთელებს.
ჩემპიონატში ორივე მატჩში წაგებას არ ვიმსახურებთ. ჩვენ მივაღწიეთ უპირველეს მიზანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ევროტურნირებზე ვმონაწილეობთ."
შეგახსენებთ, ფამაგუსტელთა რიგებში გიორგი ლორია, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა გამოდიან.
"გენტმა" პირველ ტურში ესტონეთში "ფლორა" (1:0) დაამარცხა, "ანორთოსისი" კი სერბულ "პარტიზანთან" საკუთარ მოედანზე (0:2) დამარცხდა. ჯგუფის გამარჯვებულები პლეი-ოფში პირდაპირ გადიან, მეორეადგილოსნებს კი ევროპა ლიგაზე მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოუწევთ ბრძოლა.