"სერენმა" 6 ფეხბურთელის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც სანაკრებო მატჩებზე გაემგზავრებიან, მათ შორის "ჯვაროსნების" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეცაა. "ჟორჟი" საქართველოს ნაკრების შეხვედრებზე ყოველთვის მოტივირებულია და ახლაც იმავეს ველით.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას - "სერენი" "ვარეგემს" უმასპინძლებს. 9 ტურის შემდეგ, ორივე გუნდს ამდენივე ქულა აქვს მოპოვებული.
გიორგის გუნდს ჩემპიონატში 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაუგროვდა, უკანასკნელი გამარჯვება კი 28 აგვისტოთი თარიღდება.
იმედია, ქართველი ფორვარდი, რომელმაც
შეხვედრა "სტად დე პაირაიზე", თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
20:30 საათზე კი "გენტი", რომლის განაცხადშიც ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა, "ანტვერპენს" ესტუმრება.
ქართველი ლეგიონერის გუნდმა 9 თამაშიდან 11 ქულა მოიპოვა და დღევანდელ მეტოქეს 6 ქულით ჩამორჩება.
"გენტს" კარგი სერია აქვს - ჟუპილერ ლიგაში წაუგებელ მატჩებს, კონფერენს ლიგაზე "ანორთოსისთან" გამარჯვებაც (2:0) დაუმატა. მართალია, გიორგიმ ევროტურნირებზე გამართული დაპირისპირება გამოტოვა, მაგრამ ჟუპილერ ლიგის გასულ ტურში მშვენივრად გამოიყურებოდა (საგოლე პასი ჩაიწერა).
სანაკრებო პაუზის წინ, ჩაკვეტაძის კიდევ ერთი წარმატებული და შედეგიანი შეხვედრა მასზე ფსიქოლოგიურად კარგად უნდა აისახოს - სანიოლის გუნდს ის ძალიან სჭირდება.
მიქაუტაძე: სამ დიდ გუნდთან დავმარცხდით, "ზულტე ვარეგემს" უნდა მოვუგოთ
ძველი ჩაკვეტაძე გვიბრუნდება - გიორგის საგოლე პასი და "გენტის" შემოტრიალებული თამაში [VIDEO]