მიქაუტაძე სიტყვის კაცია - ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ზულტე ვარეგემი" გაანადგურეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თქვა „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომ ბელგიის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი მარცხი დიდ გუნდებთან განიცადეს და მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე „ზულტე ვარეგემს“ აუცილებლად დაამარცხებდნენ. დაამარცხეს კიდეც - 5:1.

ანგარიში მე-8 წუთზე მიქაუტაძემ პენალტით გახსნა, შემდეგ შესვენებამდე მეკარე ბოსუტმა ორჯერ არ დაანება გატანა. გიორგი ძალინ აქტიური იყო, თანაგუნდელი მაზიზი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ჯალოუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაზიზმაც დაამწუხრა მოწინააღმდეგე -3:0.

66-ე წუთზე „ზულტე-ვარეგემმა“ ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც გიორგიმ
კიდევ ორჯერ გაიტანა, ჰეთ-თრიკი შეასრულა, თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და 86-ე წუთზე შეცვალეს. ისიც აღსანიშნავია, რომ მან 74-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველ ბოიას წითელი ბარათი მიაღებინა. sporza.be მატჩის მიმოხივლაში წერს, რომ ქართველი ნამდვილი ვარსკვლავია.

გიორგიმ ჩემპიონატის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა (თასზე მის ანგარიშზე 3 გოლია), ხოლო „სერენი“ 12 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 ოქტომბერს გასვლაზე ლიდერ „უნიონს“ შეხვდება, რომელიც ამ სეზონში გადავიდა ჟუპილერ ლიგაში.

მიქაუტაძე ამ მატჩის შემდეგ საქართველოში ჩამოვა და ნაკრებს შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მოკითხვა ქვილითაიას და საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს, არ დაგავიწყდეთ, ისევ დაუძახეს. მაგას ბერიძე ცალფეხა რომ იყოს, მაინც სჯობია
и
03 ოქტომბერი 2021 20:53
1
დაფრინავს!
Biannkoneri
03 ოქტომბერი 2021 20:31
0
დააკვირდით ბიჭს ფეხებზე როგორი კუნთები აქ, ცხონებული დარასელია გამახსენდა(მისი წლები შეემატოს) აი რას ნიშნავს საჰრანგეთის სკოლა რომ აქვს ბავშვობიდან გავლილი, ჩაკვეს, კიტეს და ხვიჩას მსგავსი სკოლა რომ ქონდეთ გავლილი კი არ ექნებათ ასეთი ხშირი ტრამვები,
hhh
03 ოქტომბერი 2021 20:28
2
საღოლ ჟორჟ . ვამაყობთ შენით
ტოტტი
03 ოქტომბერი 2021 20:12
0
ოხ შენ გაგახარა ღმერთმა ჟორჟ,ეგრე რა.
დევკალიონი
03 ოქტომბერი 2021 20:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული