ჩაკვეტაძე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონტის მე-10 ტურში "ანტვერპენთან" გასვლითი მატჩის 33-ე წუთზე "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

ჩაკვეტაძემ მეტოქე გუნდის ფეხბურთელ პეტერ გერკენსს უკნიდან ტერფში ჩაარტყა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მოედანი დაატოვებინა.

გიორგი არასოდეს ყოფილა უხეში მოთამაშე, პირიქით, მუდამ მას ეუხეშებოდნენ, მაგრამ ამჯერად უნებურად გამოუვიდა და მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა. მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა უკმაყოფილება გამოხატა არბიტრის გადაწყვეტილების გამო, მაგრამ ამას უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეგ არაფერი ჩაკვე მთავარია ხოდზე ხარ
ლშა_იუვენტინო
22:43 03-10-2021
0
არაუშავს, ეს ყველა ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს.
გია
22:34 03-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული