გასაძევებელი იყო თუ არა ჩაკვეტაძე? - მწვრთნელმა და თანაგუნდელმა კომენტარი გააკეთეს

AutoSharing Option
"ანტვერპენთან" ბელგიის ჩემპიონატზე "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 33-ე წუთზე გააძევეს, მისმა გუნდმა კი გოლი 78-ე წუთზე გაუშვა და 0:1 დამარცხდა.

ნამატჩევს Voetbalbelgie-სთან კომენტარი "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა და ჩაკვეტაძის ვეტერანმა თანაგუნდელმა სვენ კუმსმა გააკეთეს.

"ჩაკვეტაძეს ბურთის ართმევა უნდოდა, გერკენსი კი შებრუნდა და გიორგიმ უკნიდან ფეხში ჩაარტყა. მე ამას უიღბლობას ვუწოდებ. თუ ფეხბურთელს ფეხის წვერზე მიარტყამენ, ეს ყვითელი ბარათია, თუ ქუსლზე - წითელი. თუ განზრახ უხეშობას არ ჰქონდა ადგილი, მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

თუმცა თამაშის წესებში წერია, რომ ეს წითელი
ბარათია. მთელი საათი რიცხობრივ უმცირესობაში მოგვიწია თამაში. მასპინძელთა მცველმა ჯელე ბელაიმაც დაარღვია ნურიო ფორტუნაზე წესები და მსაჯს მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა.

თუ პირველ 30 წამს არ ჩავთვლით, ვიდრე ჩაკვეტაძე მოედანზე იყო, მეტოქე არ არსებობდა. აქ სამი ქულისთვის ჩამოვედით და სახლში უქულოდ ვბრუნდებით. ჩვენი ეფექტურობა ნულს ქვევით იყო. შეგვეძლო ქულა მოგვეპოვებინა, მაგრამ ბოლო წუთზე ნაღდი მომენტი ვერ გამოვიყენეთ", - განაცხადა ვანჰაზებრუკმა.

"წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩაკვეტაძეს არასოდეს უუხეშია და მისი გაძევება არასამართლიანია. არ უნდა დავმარცხებულიყავით, ეს სასიამოვნო არ არის", - აღნიშნა კუმსმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზოგი ჭირი მარგებელიაოო )) სანაკრებო ბატალიების მერე დაისვენებს ჯერ მაინც არ შეიძლება ხშირი დატვირთვები
beqa
12:17 04-10-2021
1
ჩემი ნება რომ იყოს,ფეხზე დაბიჯებისთვისაც გავაძევებდი,ფეხბურთელებს.აშკარად განზრახ აბიჯებენ და მერე,წმინდანის თვალებთ უხდიან ბოდიშებს.საერთოდაც,თუ ხედავ,რომ განზრახ უხეშობს,მსაჯმა მკაცრად უნდა დასაჯოს.ისედაც საკმარისი ხვდებათ,რომ განზრახ აღარ ამტვრიონ.
სოსო
16:01 04-10-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული