საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ძალიან სუსტი ნაკრებია, ბურთი ცენტრამდე ვერ ააქვთ, ვერ აკონტროლებენ და უცებ კარგავენ. არ გვყავს ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფეხბურთელები, მეორე სართულზე ამიტომ გვჩაგვრავენ. დასკვნის სახით, ნაკრების დონეზე ვერ არიან ლორია, კაკაბაძე, აბურჯანია. რეგულარულად უთამაშებელი ფეხბურთელები ნაკრებში არ უნდა თამაშობდნენ: ეს ეხება მაგ. დვალს, გიორბელიძეს, ჩაკვეტაძეს. კუპატაძეს დავაყენებდი კარებში, კაკაბაძის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე ჯიღაურს, მარცხენაზე აზაროვს, ცენტრში დვალის ნაცვლად კობახიძეს, აბურჯანიის ნაცვლად მამუჩაშვილს ან კვეკვესკირს. წიტაიშვილისა და ყაზაიშვილის გამოყენებაც შეიძლებოდა, ჩაკვეტაძის ნაცვლად 10 ნომერად. ამ ეტაპზე ნაკრებისთვის მეტ-ნაკლებად მზად იყვნენ: მიქაუტაძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, კანკავა და ხოჭოლავა
ვახო
09 ოქტომბერი 2021 22:41
7
სანიოლი მწვრთნელი არ არის. კარგად ხნის წინ სცადა მწვრთნელობა და არ გამოუვიდა. მერე აღარც უცდია და ახლა საქართველოს ნაკრებზე პროფესიაში ვარჯიშის საშუალება მისცა კობიაშვილმა. არც ერთი დამუშავებული კომბინაცია, არც სტრატეგია არც ტაქტიკა. ისიც კი არ იყო ცხადი პირველ ნომრად ვთამაშობდით თუ მეორედ. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება მწვრთნელის ტაქტიკურ შეცდომებზე, მაგრამ ნერვები არ მაქვს. ამ ფეხბურთელებითაც კი შეიძლება უკეთესი გუნდის გაკეთება მაგრამ ამას მწვრთნელი ჭირდება და არა პრაქტიკანტი.

არტ
09 ოქტომბერი 2021 22:36
1
საქმე იმაშია, რომ ცალკეული ფეხბურთელის ჯიგარი არ ყოფნის ფეხბურთში წარმატებას, ამისთვის გუნდირი ჯიგარია საჭირო, რისთვისაც პროფესიონალიზმია საჭირო გუნდის მართვისას. არ შეიძლება ფეხბურთელების უჯიგრობაში დადანაშაილება, არ მგონია წაგება იყოს მათი ოცნება.
დიტო
09 ოქტომბერი 2021 23:56
8
არც ჩემი საშველია და არც ნაკრების. რაღაცეებს ვეპოტინები, არ მინდა ბოლო იმედიც მომიკვდეს. აი რას ვფიქრობ. ლობჟანიძე ძალიან მომწონს, ბევრს შრომობს, მაგრამ ხომ არ ჯობს, თუ ორივე, ჩაკვეც და ხვიჩაც ითამაშებს, კვარაცხელია მარჯვნივ და გიორგი მარცხნივ დადგნენ (მართლა კი არ დადგნენ). მგონია, რომ სერიოზული საფრთხის შიში ექნება მოწინააღმდეგეს. მიშა და სლავას დროს მემარჯვენა მარჯვნივ იყო, ჰო და იყოს ხვიჩა მარჯვნივ, ამით ის დაიკარგება, რომ ცენტრში შემოსვლით მარჯვენათი ვერ დაარტყამს. სამაგიეროდ დაძაბულობა იქნება ორივე ფრთაზე. ეეეჰ, რაღაცეებს ვბოდავ მგონი, ამათგან, ჯერჯერობით მაინც, არაფერი გამოვა. ა? ვინმემ შემეკამათეთ და მომეცით იმედი, რომ შეიძლება გეშველოს რამე.............
alexandre
09 ოქტომბერი 2021 23:53
1
ხალხო გაიგეთ ერთი რამ.ამათ რამდენი მწვრთნელიც არ უნდა მოუყვნო და ვინც არ უნდა მოუყვანო არაფერი ეშველებათ და არაა აქ მწვრთნელის ბრალი არაა გაიგეთ რა ვახ და თავს ნუ იტყუებთ მართლა.ფეხბურთს უნდა დიდი ფული როგორც არველაძემ თქვა მორცა და გათავდა.
I
09 ოქტომბერი 2021 23:20
4
ეს სანიოლი სად იპოვეს?ესეთი უნიათოები ყველაფერში როგორ არიან?სანიოლი ყველაფერია მწვრთნელის გარდა.
თემო
09 ოქტომბერი 2021 22:42
3
კიდევ ერთი მორიგი სვარკის ყურება @ სადაა ტაქტიკა სადაა პრესინგი სადაა მოძრაობა ზონების ჩაკეტვა (ამ ყველაფერს ბერძნები კი არა სან მარინოც კი ჩვენზე უკეთ აკეთებს უკვე @) მოედნის ყველა მონაკვეთზე ბერძნები რიცხოვრივ უპირატესობას ქმნიდნენ ახრჩობდნენ ჩვენებს ყველგან ! და ამიტომაც ორთაბრძილების კი არა სამ-ოთხთა ბრძოლების(ერთი ქართველი და 2-3-4 ბერძენი) 99 % წავაგეთ ! რატომ არ იყო წიტაიშვილი წინა თამაშზე რომ დააწიოკა მცველები თავის ფლანგზე და ყველაზე აქტიური იყო ! ან კვეკვესკირს რას ერჩის ეს იდიოტი ? ან დავითაშვილს ? ხედავ ხოო არ გამოსდით თამაში შეცვალე რაა დროზეეეეეეეეე @@@@ სანიოლი უნდა წავიდეს ! უნდა გადაშენდეეს !!! არაფერი მწვრთნელი ეგ არაა @ სად შოულობენ ამ ხელმოცარულ იდიოტებს ? რაღა ყველა ჩვენთან მოდის ?? სანიოლზე გაცილებით უკეძთ ათამაშებდნენ ნაკრებს ქართველი მწვრთნელები ან გეგუჩაძე ცეცაძე ან ცხადაძე ან არველაძე ან სხვა !
ზურა222
09 ოქტომბერი 2021 22:14
0
ქვეყანა ერთ ფიდ აჭარაბეთად აქციეს, რა ბურთი, რის ფეხბურთი……
სსს
10 ოქტომბერი 2021 21:13
2
სანამ ნაკრების საბაზო გუნდი არ გვეყოლება შიდა ჩემპიონატში 2 მაინც რომლებიც რეგილარულად იტამაშებენ ევრო ტურნირების ჯგუფში და მინიმუმ 10 ქართველი ფეხბურთელი შეთამაშებული აქედან ნაკრებში არაფერი არ გამოვააა
კუკურა
10 ოქტომბერი 2021 15:01
2
რა გჭირთ ხალხო? გადით და თქვენ ითამაშეთ უკეთესად.გულშემატკივარი კი არა უმრავლესობა დაბოღმილები ხართ.გული კი არ გწყდებათ არამედ იბოღმებით.კომენტატორები ხო საერთოდ...მეტოქის შეტევას ისეთი რიხით და სიამოვნებით ხვდებიან რო ვერ ვიგებ თითქოს უხარიათ აი გვიტევენ და ეხლა გაგვიტანენო.
???
09 ოქტომბერი 2021 23:16
49
და კაცურად მითხარი შენ მოგწონს ჩვენი ნაკრების თამაში?
ჯიჯი
10 ოქტომბერი 2021 00:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული