ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველების "აპოელმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ეთნიკოსი".

ანგარიში სადებიუტო გოლით, მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმოთი თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.


სტუმრები ძალიან უხეშობდნენ, 42-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მასპინძელთა ნახევარმცველ დანილოს მოუწია, ხოლო 48-ეზე ბუბა დაუშვილს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ფეხშეხვეული ყავარჯნებით დაბრუნდა.

Sportall.Ge

81-ე წუთზე "ეთნიკოსმა" ანგარიში პენალტით გაათანაბრა, 87-ე წუთზე კი "აპოელს" გამარჯვება მცველმა ანტრეას კარომ მოუტანა.

"აპოელში" 78-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ქვილითაიამ.

"აპოელი" 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა და 24
ოქტომბერს გასვლაზე "არისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქვილითაიამ-20 წუთზე ისეთი გამაზა,თავმოყვარე ფორვარდები რო არ მაზავენ,მაგრამ საერთო ჯამში კარგად იბრძოლა-ეტყობა გენტში რო ამოვარდა ფორმიდან ნელ-ნელა იბრუნებს იმ ფორმას რაც რაპიდში იყო,თან ეტყობა გულშემატკივრის კრიტიკიდან სწორი დასკვნები გააკეთა- თუ ასე გააგრძელებს არა ვარ წინააღმდეგი ისევ ნაკრების ძირითადში იყოს-ნუ ჟორჟი ტიპია,მაგრამ 2 ფორვარდითაც შეიძლებოდა მოსინჯვა.
Levani
00:31 19-10-2021
0
Ra gulianat sheigina :)))
L.J .
10:21 19-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული