ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველების "აპოელმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ეთნიკოსი".

ანგარიში სადებიუტო გოლით, მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმოთი თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.


სტუმრები ძალიან უხეშობდნენ, 42-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მასპინძელთა ნახევარმცველ დანილოს მოუწია, ხოლო 48-ეზე ბუბა დაუშვილს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ფეხშეხვეული ყავარჯნებით დაბრუნდა.

Sportall.Ge

81-ე წუთზე "ეთნიკოსმა" ანგარიში პენალტით გაათანაბრა, 87-ე წუთზე კი "აპოელს" გამარჯვება მცველმა ანტრეას კარომ მოუტანა.

"აპოელში" 78-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ქვილითაიამ.

"აპოელი" 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა და 24
ოქტომბერს გასვლაზე "არისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაკრებშიც დაატყა საჯარიმოდან მასე (აღარ მახსოვს საბერძნეთი იყო თუ კოსოვო), მაგრამ მეკარემ აუღო ვერ ჩაახვია ახლო კუთხეში!
მწვრთვნელი
16:27 19-10-2021
0
კაით რააა ფეხბურთს და ქართველს ერთად ნუ ახსენებთ რაა. ამ საიტზეც ქართული ფეხბურთი აგაქრეთ სირცხვილია რა, სად ფეხბურთი და სად საქართველო, ამდენი ხალხი შიმშილობს ქვეყანაში და ათი ატასობოთ უხდიან დინამოში ამ ვეშაპიჭამია ფეხბურთელებს და პირიქით არცხვენენ ქვეყანას
რ ე ა ლ ო ბ ა
15:50 19-10-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული