"ქართველ ნახევარმცველს პრობლემა ტერფთან დაკავშირებით აქვს და ზუსტი დიაგნოზი დეტალური სამედიცინო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. ოპტიმიზმის საფუძველი საკმაოდ მცირეა."
საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი "ახნასთან" მოგებულ (2:1) მატჩში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. მას ტრავმა ზაფხულშიც აწუხებდა და სეზონის სტარტი გამოტოვა.
"ახნასთან" მატჩში გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია უახლოესი ტურისთვის მოემზადებიან - "აპოელი" 24 ოქტომბერს "არისს" ესტუმრება.
ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]