ოქრიაშვილს ისევ არ უვარჯიშია - კვიპროსული მედია სამივე ქართველის თამაშის შანსებზე წერს

AutoSharing Option
კვიპროსული Philenews-ი "აპოელის" ქართველი ფეხბურთელების შესახებ წერს. როგორც ირკვევა, თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ვერ მომჯობინებულა, მურთაზ დაუშვილის მოსალოდნელზე ადრე დაბრუნების შანსები კი მაინც არსებობს:

"არისის" წინააღმდეგ "აპოელის" ძირითად შემადგენლობაში არცერთი ქართველი  ფეხბურთელი არ ყოფილა. თანამემამულეები "დოქსასთან" შაბათს (30 ოქტომბერს) გასამართ მატჩში სასტარტოში დაბრუნებას შეეცდებიან.

ლოგიკურია, რომ მთავარი მწვრთნელი ზოფრონის ავგუსტისი გიორგი ქვილითაიას თამაშს განიხილავდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ გასულ შეხვედრაში ანტონ მაგლიცა ჩრდილში მოექცა.

რაც შეეხება ოქრიაშვილს - მას არც გუშინ უვარჯიშია. თუ ის მომდევნო ორი დღის განმავლობაში მომზადებას შეძლებს, ტექნიკური
პერსონალი მის მდგომარეობას შეაფასებს და შესაბამისად იმოქმედებს. თუ საკვანძო მოთამაშის თამაშს გადაწყვეტენ, ლეოს ან დამდიმერსი ენდონგალას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა დაემუქრება.

ჯერჯერობით არც დაშავებულ დაუშვილს უვარჯიშია, რაც მის დაბრუნებას ართულებს. თუკი ის არასასურველ პროგნოზს არ გაამართლებს და მზად იქნება, ნახევარდაცვაში მარიუს ლუნდემოს ადგილს დაიკავებს".

altკვიპროსული მედია ოქრიაშვილის უმაღლეს კლასსა და საფეხბურთო ინტელექტს აღნიშნავს

altოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]

alt"ქვილითაიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული" - ქართველების მეტოქე ცნობილი ფეხბურთელებით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული