
ამ მატჩში ანგარიში 37-ე წუთზე ვაკო გვილიამ პენალტით გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და „რაკუვში“ პირველი გოლი გაიტანა.
„რაკუვი“ 12 ტურის შემდეგ ექსტრაკლასაზე 24 ქულით მეორე ადგილზეა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ლიდერ „ლეხს“ 3 ქულით ჩამორჩება და 31 ოქტომბერს ლეჩნაში „გურნიკს“ შეხვდება. ვაკომ ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.