"უიპეშტმა" საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა, გულშემატკივრებისთვის სადღესასწაულო დღეები ეჩუქებინა. ამას პანდემია, ტრიბუნაზე დასწრების აკრძალვა და უარყოფითი შედეგები მოჰყვა. შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად ისევ ჩაბა ჩიზმანდია დაბრუნდა, რომელმაც ძველ-ახალი მოთამაშეებისგან სათამაშო სქემა გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა ფილოსოფია იგივე დატოვა.
გუნდი თასის მოქმედი გამარჯვებულია და "უიპეშტში" ყველას სჯერა, რომ ამ ტურნირზე წარმატებას ისევ მიაღწევენ.
"ბუდაფოკთან" (2:1) გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიორგი ბერიძე იყო. მაშინ,
24 წლის ბერიძე, რომელსაც ვილი სანიოლი მარტის თამაშების შემდეგ აღარ ენდობა, "უიპეშტში" უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში კარგად გამოიყურება. უნგრეთის ჩემპიონატის ბოლოადგილოსნების უახლოესი მეტოქე ლუკა ლაკვეხელიანის "მეზოკოვეშდი" იქნება, რომელიც მე-6 პოზიციას იკავებს.