საგოლე პასი "დორტმუნდთან” - ახალგაზრდა ქართველის კარგი შემოსვლა გერმანიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის მე-3 ბუნდესლიგაში შალვა ოგბაიძის "ვიქტორია ბერლინი" დორტმუნდის "ბორუსია2"-ს დაუპირისპირდა (სადაც მთავარი გუნდის 5 ფეხბურთელი გამოდის) და 2:1 დაამარცხა. ქართველი შემტევი მოედანზე 85-წუთზე შევიდა და ბურთთან პირველივე შეხებით ბრაზილიელ ლუკა ფალკაოს საგოლე პასი გაუკეთა. 19 წლის ფეხბურთელმა კიდევ რამდენჯერმე იაქტიურა.

ოგბაიძემ მიმდინარე სეზონში ორჯერ ჩემპიონატში და ერთხელ სათასო შეხვედრაზე იასპარეზა და გუნდმა მისი ასისტების წყალობით გაიმარჯვა, თასზე კი გაიტანა.

მეოთხეადგილოსანი "ვიქტორია" 6 ნოემბერს "დუისბურგს" ესტუმრება.

alt4-ის ნაცვლად 1-მა ქართველმა ითამაშა - ოქრიაშვილი ისევ არ ჩანს

altჩაკვეტაძის ტრავმა - გიორგი ჩემპიონატში

ცოტას თამაშობს
მკითხველის კომენტარები / 5 /
შაკო ოგბაიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია!!! სრულყოფილი ფუნქციონალური მომზადებით და ტაქტიკურად შესანიშნავად მომზადებული... გერმანიის დონეზე. იგი საქართველოს ნაკრების მომავალია. იმედია, უახლოეს მომავალში ბევრ წარმატებებს მიაღწევს. წინ ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატია. წარმატებები შაკოს და საქართველოს ნაკრებს!!!
Teimurazi
31 ოქტომბერი 2021 16:19
0
კარგია ქართველი ფეხბურთელის წარმატება, მაგრამ მესამე ბუნდესლიგაში თამაშით, ან რუსეთსა და კვიპროსის გუნდებში თამაშოით რომ ჩვენს ფეხბურთს ბევრი არაფერი სარგებელი აქვს, ხომ ცხადია.
გიორგი
31 ოქტომბერი 2021 18:22
5
გიორგი, შაკო თამაშობს მე-3 ბუნდესლიგაში. ვფიქრობ კვიპროსთან მე-3 ბუნდესლიგის შედარება შედარება ძალიან საკამათო თემაა. მოხარული ვიქნები თუ შაკო თქვენც გაგახარებთ კარგი თამაშით. მე გერმანიაში მაქვს მისი ტამაში და იმენნა დაფრინავს.
ნიკა
31 ოქტომბერი 2021 19:51
0
რუსეთის უმაღლესი ლიგა და გერმანიის მე 3 სად ერეკლე და სად ისაო რა.
დევკალიონი
31 ოქტომბერი 2021 19:43
0
მაგარი ბიჭია, რაც მთავარია მთლიანად გერმანული სკოლის აღზრდილია და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. იგივე ასაკში ჩვენები ვინც ევროპაში წავიდა ამ ბოლო დროს ყველა ტრვისკენ იყო მიდრეკილი არაბიძეთი დაწყებული ჩაკვეტაძით დამთავრებული. თან ეს გუნდი ლიდერებშია და ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ეროვნულ ლიგაში ლიდერი იქნებოდა კლასნი გუნდია. ნაკრებში თუნდაც ბოლო წუთებზე თუ არ გაამწვავებს არაფერს დააშავებს.
ნიკოლოზუ
31 ოქტომბერი 2021 20:21
1

სიახლეები პოპულარული