მიქაუტაძე: "ეს ტრაგედია და განაჩენი არაა!"

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება, sportmagazine-ს უკანასკნელ ტურებში „სერენის" წარუმატებლობაზე ესაუბრა:

„უნუინთან" 2:4: „ასეთი რამ არასდროს უნდა დაგვემართოს - 2:0-ს ვიგებდით, მეტოქე კაცნაკლული იყო და მაინც დავმარცხდით. მეორე ნახევარში, უბრალოდ, ბურთს ვერ ვინარჩუნებდით."

„ბეერსხოტთან" 0:3: „მათთან სტუმრობა იოლი არაა, რადგან ყოველთვის 3 ქულის მოპოვებაზე ფიქრობენ. ჩემპიონატის წინა ტურებში წაგებები გუნდზე მაინც მოქმედებდა. შესაბამისად, შეცდომებს ვუშვებდით. იმის ნაცვლად, რომ პირველი გოლის შემდეგ მეტოქის ნახევარზე აწევაზე გვეფიქრა, კიდევ უფრო უკან დავიხიეთ.

სატურნირო ცხრილში აუტსაიდერთა რიგებში ვართ,
მაგრამ ეს ტრაგედია და განაჩენი არაა!"

ბელგიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „სერენმა" (რომელიც 13 ქულით მე-16 ადგილზეა) გიორგი ჩაკვეტაძის „გენტთან" საკუთარ მოედანზე ფრედ (0:0) ითამაშა, 20 ნოემბერს კი ლევან შენგელიას „ლეუვენს" ესტუმრება.

altშეუმჩნეველი ჩაკვეტაძე და სასტარტოში არდაყენებული მიქაუტაძე

altმიქაუტაძემ კვლავ ვერ გაიტანა - "სერენი" აუტსაიდერთან განადგურდა

altიძულებითი ცვლილება ეროვნულ ნაკრებში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული