"საქართველო-შვედეთის (2:0) აბსოლუტურ გმირ ხვიჩა კვარაცხელიათი ზაფხულში უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული - "ტოტენჰემი", "ლევერკუზენი", "მილანი". ფეხბურთელმა, რომელიც 2001 წელს დაიბადა, 16 წუთში გაფორმებული დუბლით, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მის გუნდს პრობლემები შეუქმნა და ამით ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა.
ხვიჩა თბილისის "დინამოში" აღიზარდა, ისევე, როგორც "როსონერის" ყოფილი მცველი კახი კალაძე. ქართველი "მილანის" ხორვატი ფეხბურთელის, ანტე რებიჩის სტილის გარემარბია (სიმაღლე 183 სმ),
კვარაცხელია ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და შესანიშნავი დრიბლიორია. მიმდინარე სეზონში "რუბინი" დამაჯერებლად ვერ გამოიყურება (მე-8 ადგილს იკავებს), შესაბამისად, ხვიჩაც ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლსა და 2 შედეგიან გადაცემაზეა შეჩერებული, როცა გასულ წელს მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო და 8 საგოლე პასი ჰქონდა. ქართველის საბაზრო ღირებულება 15- 18 მილიონი ევროა."
"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი
"სახელი ხვიჩა კვარაცხელია შვედეთის ისტორიაში აუცილებლად შევა..." - შვედი ბლოგერი