WhoScored-მა "კვარა" და სტერლინგი გამოარჩია

AutoSharing Option
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი 2 ფეხბურთელი იყო გამორჩეული ამა თუ იმ კომპონენტში. championat-ი საუკეთესო დრიბლიორებს გამოარჩევს:

"წარმატებული დრიბლიორები ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, "რუბინი") და რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი, "მანჩესტერ სიტი") გახდნენ. ქართველი ყატარში ვერ გაემგზავრება, რადგან საქართველომ B ჯგუფში 7 ქულა მოიპოვა და მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ინგლისს, "სამმა ლომმა" I ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით გაიარა, შესაძლო 30 ქულიდან 26 დააგროვა და 1-ლი ადგილიც დაიკავა.

თუ WhoScored-ს დაეყრდნობით, ხვიჩა მატჩში საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს ახერხებდა. დაახლოებით
ასეთივე სტატისტიკა აქვს სტერლინგსაც. მე-3 ადგილს მანორ სოლომონი (ისრაელი, "შახტარი") და მატეო კოვაჩიჩი (ხორვატია, "ჩელსი") იკავებენ".

შეგახსენებთ, "კვარამ" მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 6 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული