sigmalive-ის მიხედვით, ქართველი სპეციალისტი ნიკა ნინუას ვერ გამოიყენებს, რადგან ნახევარმცველს არბიტრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მატჩს გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ნიკამ ფამაგუსტის კლუბის მაისურით უკანასკნელად 25 სექტემბერს, "არისთან" (2:3) წაგებულ მატჩში ითამაშა, მიმდინარე ჩემპიონატში სულ 3 შეხვედრა გამართა და ერთხელ გააფრთხილეს.
anorthosis24-ი წერს, რომ უკანასკნელ მატჩებში მშვენიერ ფორმაში მყოფი ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნება. ნიკამ ჩემპიონატში "ომონიას" გაუტანა,
რაც შეეხება გიორგი ლორიას, რომელიც შვედეთთან მოგებულ (2:0) დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, kerkida აღნიშნავს, რომ "ანორთოსისს" ჩემპიონატის უკანასკნელ 2 შეხვედრაში საკუთარ კარში გოლი არ მიუღია ("პაფოსთან" და "ომონიასთან" 1:0), თუმცა ბოლო ტურში, ისევე, როგორც "ფლორასთან" ესტონურ მატჩში, ქართველი მეკარე ოჯახური პრობლემების გამო არ ყოფილა. სავარაუდოდ, "ჯვაროსნების" კიპერი ქეცბაიამ სასტარტოში უნდა დააბრუნოს.
ნიქოზიის "ოლიმპიაკოსისა" და "ანორთოსისის" ( რომელიც 12 ქულით მე-5 ადგილს იკავებს) დაპირისპირება 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.
ქეცბაია: ნინუას აქ ყოფნით ბედნიერნი არ ვართ და თავადაც არაა კმაყოფილი
კაჭარავას საგოლე პასი - "ანორთოსისმა" შეცდომებზე ვერ ისწავლა [VIDEO]
კაჭარავამ "ანორთოსისს" ჩემპიონთან ნანატრი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
ხარაბაძეს რა პრობლემაც აქ ეგ აქ ნინუასაც.
ის რო ფეხბურთის თამაში შეგიძლია არ ნიშნავს არაფერს, უნდა გინდოდეს კიდეც.
ხარაბაძეს ფიფას თამაში ურჩევნია ვარჯიშს, ნინუას რომელი კომპიუტერული თამაში უყვარს არ ვიცი, მარა ვარჯიშით თავს არც დინამოში იწუხებდა მაინცდამაინც და, სხვატაშორის, ვისაც ახსოვს არც თამაშით გამოირცეოდა. ჯარიმების შესრულების გარდა არაფრით დასამახსოვრებელი არ ყოფილა, სამწუხაროდ...