sigmalive-ის მიხედვით, ქართველი სპეციალისტი ნიკა ნინუას ვერ გამოიყენებს, რადგან ნახევარმცველს არბიტრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მატჩს გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ნიკამ ფამაგუსტის კლუბის მაისურით უკანასკნელად 25 სექტემბერს, "არისთან" (2:3) წაგებულ მატჩში ითამაშა, მიმდინარე ჩემპიონატში სულ 3 შეხვედრა გამართა და ერთხელ გააფრთხილეს.
anorthosis24-ი წერს, რომ უკანასკნელ მატჩებში მშვენიერ ფორმაში მყოფი ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნება. ნიკამ ჩემპიონატში "ომონიას" გაუტანა,
რაც შეეხება გიორგი ლორიას, რომელიც შვედეთთან მოგებულ (2:0) დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, kerkida აღნიშნავს, რომ "ანორთოსისს" ჩემპიონატის უკანასკნელ 2 შეხვედრაში საკუთარ კარში გოლი არ მიუღია ("პაფოსთან" და "ომონიასთან" 1:0), თუმცა ბოლო ტურში, ისევე, როგორც "ფლორასთან" ესტონურ მატჩში, ქართველი მეკარე ოჯახური პრობლემების გამო არ ყოფილა. სავარაუდოდ, "ჯვაროსნების" კიპერი ქეცბაიამ სასტარტოში უნდა დააბრუნოს.
ნიქოზიის "ოლიმპიაკოსისა" და "ანორთოსისის" ( რომელიც 12 ქულით მე-5 ადგილს იკავებს) დაპირისპირება 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.
ქეცბაია: ნინუას აქ ყოფნით ბედნიერნი არ ვართ და თავადაც არაა კმაყოფილი
კაჭარავას საგოლე პასი - "ანორთოსისმა" შეცდომებზე ვერ ისწავლა [VIDEO]
კაჭარავამ "ანორთოსისს" ჩემპიონთან ნანატრი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]