ვოლკოვმა მე-9 გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზერბაიჯანის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ვოლკოვმა თავი ისევ გამოიჩინა. მე-11 ტურში "ზირამ" "სებაილს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. 47-ე წუთზე მეორე გოლის ავტორი სწორედ ვოლკოვი გახდა, მესამე გოლის დროს კი მშვენიერი რეიდი მოაწყო და საგოლე პასი შეასრულა.

ეს ჩემპიონატში ქართველი ფორვარდის მე-9 გოლია და ის საუკეთესო ბომბარდირია. "ზირამ" 19 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, ვოლკოვმა წინა ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა, "ჯვაროსნების" რიგებში  კი უზბეკეთის ნაკრების კარიც აიღო.

altმიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები

altსაქართველოს ნაკრებმა

ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

altფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

მკითხველის კომენტარები / 7 /
მგელია.
Sxalteli
20 ნოემბერი 2021 19:11
0
ყოჩაღ, მართლაც მაგარი აღმოჩენაა ეს ფეხბურთელი!!! ასე გააგრძელე დავით!!!
სოსო
20 ნოემბერი 2021 18:59
0
სასწაული ნახტომი აქვს! თავით თამაში ამას ქვია!
SILVERMARCS
20 ნოემბერი 2021 18:55
0
ყოჩაღ ძმაო ,80 სმ კი არი ამის ნახტომი .
დევკალიონი
20 ნოემბერი 2021 18:40
0
ყოჩაღ დავით მაგარი ხარ. იმედია ასე გააგრძელებ. უკვე ძალიან გვეიმედები, სად იყავი ამდენ ხანს? ისე ვიტყვი ასეთი ნახტომით კალათბურთსაც ითამაშებდა.
G.LA
20 ნოემბერი 2021 18:26
0
მიქაუტაძის და ამის შემხედვარე ჩავთვალოთ რომ აღარ გვაქვს 9იანის პრობლემა.... ეხლა საძებარია კაი ჩამშლელი და მარჯვენა მცველი... ახალგაზრდულში ის მარჯვენა მცველი კარგად იდგა და ალბათ მიცემებ შანს..მალე ევროპა უნდა დავაზანზაროთ კაი სწრაფი და შემტევი გუნდი გვიყალიბდება
რომა
20 ნოემბერი 2021 18:20
0
3ე გოლო რო გაუტანა ინგლისს? ეგ ბიჭი ლობჟანიძის ადგილას ათამაშეს გარემარბად,ისე შემტევია საბურთალოში და მაგარი ბიჭია(გვარი არ მახსოვს)კაკაბაძის ადგილას ვერ ითამაშებს ალბათ,ლობჟანიძის როტაციისთვის გამოდგება,ლობჟანიძის შეცვლაც შეუძლია და წიტაიშვილისაც უსწრაფესი შემტევია
Levani
20 ნოემბერი 2021 20:47
0

სიახლეები პოპულარული