წიტაიშვილმა გარდაცვლილი ბაბუის ხსოვნის საპატივცემულოდ ამაღელვებელი პოსტი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუის ხსოვნას მიუძღვნა. მან სწორედ ბაბუის სურვილის მიხედვით მიიღო ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშის გადაწყვეტილება.

"უცნობი ისტორია ჩემს ყველაზე დიდ ფანზე, ბაბუა ბორიაზე. პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტის მიხედვით დაბადების დღეს 20 ნოემბერს აღნიშნავდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველას სთხოვდა ჩემს დაბადების დღეზე მიელოცათ (18 ნოემბერს). როგორც წესი, მამაკაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ეს ზუსტად ჩემს ბაბუაზეა ნათქვამი.

ის მუდამ ცდილობდა ჩემთვის დრო დაეთმო. თუმცა, ოჯახის უზრუნველსაყოფად ბევრს მუშაობდა. მისი დამსახურება იყო,
რომ ბუცები და ახალი ტელეფონი მქონდა. სურდა თავი ბიჭებში თანასწორად მეგრძნო. მათ ყველაფერ ამის შეძენის საშუალება ჰქონდათ, მე - არა. ბაბუა ყველაფერს აკეთებდა, რათა არაფერი გამჭირვებოდა და სრულად სპორტით დავკავებულიყავი. როგორც კი კიევში ჩავედი, ფინანსურად მეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, ჩემით ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ყველაზე ერთგული ქომაგი იყო. გახსოვდეთ ახლობლები. ისინი იქამდე ცოცხლობენ, ვიდრე მათი ხსოვნა ცოცხალია."


მკითხველის კომენტარები / 17 /
ამით განსხვავდება ნამდვილ ქართულ ოჯახში გაზდილი ადამიანი სხვებისაგან, და კიდევ ზუსტად ეგაა პატრიოტიზმი შვილს ან შვილიშვილს რომ გაზდი სათანადოდ, სიკეთე მოგცეს ღმერთმა შენს და შენს ოჯახსაც
დათო
21 ნოემბერი 2021 13:16
0
გიორგი,უფალმა მარადიული ნათელი დაუმკვიდროს თქვენი ბაბუის ბორისის სულს, სადაც მართალნი განისვენებენ. შენ კი გიორგი გისურვებ წარმატებულ პირად და სპორტულ ცხოვრებას. მადლობა, რომ გაგვაცანი ასეთი ბრწყინვალე ქართველი პიროვნება, როგორიც ყოფილა ბატონი ბორისი.
გაიოზი
21 ნოემბერი 2021 13:14
0
ნაკრებშიც გულიანად თამაშობს რაც დრო გავა უფრო გაუშინაურდება ნაკრებს და თან ჩაკვე კიტეს ხვიჩას ფონზე ესეც ასწევს კლასს და უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს...სწრაფი ტექნიკური და დაუღალავი ფეხბურთელია
რომა
21 ნოემბერი 2021 12:46
0
ცოდოა ეს ბიჭი ჩერნომორეცში რომ თამაშობს, უკეთეს გუნდს იმსახურებს
ალეკსანდრე
21 ნოემბერი 2021 12:37
0
წიტა და კვარა საქართველოს ხვალინდეი იმედი და დიდი გამარჯვებები!
დათა
21 ნოემბერი 2021 12:34
0
ეს ბიჭი სხვაგან როგორ ითამაშებდა? ის ხომ დახუნძლულია ქართული ეროვნული ეგოთი.
დევი
21 ნოემბერი 2021 11:41
1
კაცური კაცი
გია
21 ნოემბერი 2021 10:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული