ჩაკვეტაძე უკვე კვიპროსშია და სათამაშოდ ემზადება

AutoSharing Option
26 ნოემბერს კონფერენს ლიგის მე-5 ტურში "გენტი" სტუმრად "ანორთოსისს" შეხვდება. ბელგიური გუნდი დღეს გაემგზავრა კვიპროსში და მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა განაცხადში დააბრუნა და თან იახლა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრავმირებული იყო.

"გენტი" 10 ქულით ჯგუფის ლიდერია, უახლოეს მდევარ"პარტიზანს" 3 ქულით უსწრებს და 1/16 ფინალის საგზური მოპოვებული აქვს, მხოლოდ ისაა გასარკვევი, B ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს.

"მოდით, შევინარჩუნოთ პირველი ადგილი", - წერს "გენტის" საიტი და გუნდის გამგზავრების სურათებს აქვეყნებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ერთნაირი ჩაცმა რა მაფიაა,ქეცბაიას აბნევენ მაგით?
Levani
22:40 24-11-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული