26 ნოემბერს კონფერენს ლიგის მე-5 ტურში "გენტი" სტუმრად "ანორთოსისს" შეხვდება. ბელგიური გუნდი დღეს გაემგზავრა კვიპროსში და მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა განაცხადში დააბრუნა და თან იახლა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრავმირებული იყო.
"გენტი" 10 ქულით ჯგუფის ლიდერია, უახლოეს მდევარ"პარტიზანს" 3 ქულით უსწრებს და 1/16 ფინალის საგზური მოპოვებული აქვს, მხოლოდ ისაა გასარკვევი, B ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს.
"მოდით, შევინარჩუნოთ პირველი ადგილი", - წერს "გენტის" საიტი და გუნდის გამგზავრების სურათებს აქვეყნებს.