"გენტმა" გაიმარჯვა, ჩაკვეტაძე კი განაცხადში გაუგებარი მიზეზით არ იყო

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" ლიეჟის "სტანდარტი" 3:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო.

როგორც მატჩამდე ბელგიური voetbalnieuws-ი წერდა, კონფერენს ლიგაზე "ანორთოსისთან" (0:1) მარცხის შემდეგ "გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰაინ ვანზებრუკი რამდენიმე მოთამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და "სტანდარტის" წინააღმდეგ კვიპროსული განაცხადიდან 5 ფეხბურთელზე მეტი ამოიღო.

ჩაკვეტაძეს კონფერენს ლიგის დაპირისპირებაში საერთოდ არ უასპარეზია. შესაბამისად, გაუგებარია, რა გახდა ქართველი ნახევარმცველის განაცხადში არყოფნის მიზეზი.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, გიორგი გუნდში აღარ ჩანს. შეგახსენებთ, ის ტრავმის გამო ვილი სანიოლმა უზბეკეთთან შეხვედრამდე გაათავისუფლა, შვედეთთან კი მონაწილეობა არ მიუღია.

ბელგიის ჩემპიონატში "გენტი" 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 1-ელ დეკემბერს ბელგიის თასზე "ლომელს" ესტუმრება, 4-ში კი ჟუპილერ ლიგის ფარგლებში - ლევან შენგელიას "ლეუვენს".

altრთულ მდგომარეობაში მყოფი ქეცბაია ლიდერ ჩაკვეტაძეს დაუპირისპირდება - ქართველები ევროტურნირზე

alt"ჩაკვეტაძე "გენტიდან" წასვლას აპირებს?" - ბელგიური მედია

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართალია ვილიც და გენკის მწვრთნელიც არაა ჩაკვე იმ კონდიციაში რომ ფეხი აუწყოს დღევანდელ რიტმს ბევრი მუშაობა მართებს მარტო მატაობა არაა ფეხბურთი... რაც შეეხება გუჯა კახაძეს რაც ჩამოთვალე ყველაფერში გეთანხმები ნაკითხი კაცი ხარ მაგ მხრივ მაგრამ... თქვენთან რომელი ფეხბურთელიც მოვიდა შედეგი ვერ ნახა ასე რომ პროფესორობას შეეშვი კაკულია ნუ გამოხვედი :D გაგებული გაქვს რაც ჩამოთვალე და იმას იმეორებ სულ
რომა
10:38 29-11-2021
1
ჩამოვიყვანეთ ეს ფეხბურთელი საქართველოში.
ისიდორე
16:44 28-11-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული