პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ნიკა კვეკვესკირის "ლეხმა" 2:0 დაამარცხა თანაქალაქელი "ვარტა".
კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა - 64-ე წუთზე მის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს მიხაელ ისხაკმა მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"ლეხი" 35 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "პოგონს" 3 ქულით უსწრებს და 5 დეკემბერს სტუმრად "ზაგლებიეს" დაუპირისპირდება.