ქეცბაიამ კაჭარავა დააბრუნა, ქართველების "აპოელის" თამაში მალევე შეწყდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" "აპოლონს" დაუპირისპირდა - 1:1.

შესაძლებელი იყო, შეხვედრაში 5 ქართველ ფეხბურთელს ეასპარეზა, თუმცა მინდორზე მხოლოდ ერთი - მეკარე გიორგი ლორია ვნახეთ. ნიკა კაჭარავა სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა, ნიკა ნინუა კი ისევ არ ჩანს. "აპოლონის" რიგებში გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია განაცხადში იყვნენ.

მატჩის შემდეგ ქეცბაიამ განაცხადა:

"რთული და დაძაბული შეხვედრა იყო. ქულების მოპოვება ყველა გუნდს სურს. კარგად ვერ დავიწყეთ და გოლი ძალიან მარტივად გავუშვით. პირველ ტაიმში რაღაცების შეცვლა ვცადეთ, თუმცა ვერ შევძელით. მეორე ნახევარი კარგად
დავიწყეთ, გავათანაბრეთ და გამარჯვებაც შეგვეძლო. თანაც, მეორე ტაიმის შუიდან მოწინააღმდეგე ათი ფეხბურთელით თამაშობდა.

ვიცოდი, რომ კონფერენს ლიგის შეხვედრის შემდეგ თამაში რთული იქნებოდა, რადგან დიდი ენერგია დავხარჯეთ".

Sportall.Ge

მოპოვებული ქულით "აპოლონი" გალიდერდა, "ანორთოსისი" კი - მე-7 ადგილს იკავებს. გუნდები შემდეგი ტურის შეხვედრებს 6 დეკემბერს გამართავენ.

"აპოელი" "ომონიას" მასპინძლობდა, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ (მურთაზ დაუშვილი - სათადარიგო), თუმცა შეხვედრა ცუდი ხილვადობის გამო მალევე შეწყდა (ძლიერი ნისლი ჩამოწვა).

მატჩის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღება. ნიქოზიური კლუბი 5 დეკემბერს "პაფოსს" დაუხვდება.

altქეცბაია უკეთეს ხასიათზეა, "არსენალი" ზურიკოს გარეშე ვერ იგებს - ქართველების ორშაბათი

altკვიპროსული პრესა აღფრთოვანებულია - ქეცბაიას ბელგრადშიც გამარჯვების იმედი აქვს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული