კვიპროსული პრესა აღფრთოვანებულია - ქეცბაიას ბელგრადშიც გამარჯვების იმედი აქვს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში "ანორთოსისის" მიერ საკუთარ მოედანზე "გენტის" დამარცხებამ (1:0) აღაფრთოვანა კვიპროსული პრესა - ყველა სპორტული გამოცემა ამას ლამის გმირობად აფასებს და გუნდის მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გამარჯვებას ულოცავს, რომელმაც ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

"ეს კვიპროსული ფეხბურთისა და "ანორთოსისის" მართლაც დიადი გამარჯვებაა. ახლა, როდესაც საქმე აქამდე მივიდა, სამი გუნდისთვის ყველაფერი უკანასკნელ ტურში გადაწყდება. მინდა ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო, დავამტკიცეთ, რომ ძალიან კარგი გუნდი ვართ.

ასეთ შეხვედრებში საჭირო თავდადება გამოვამჟღავნეთ. ძალიან კარგი გოლი გავიტანეთ და ახლა "აპოლონთან" გუნდის სათანადოდ მომზადება გვმართებს. თუ ასევე
გავაგრძელებთ, ვფიქრობ, სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩვენ მუდამ გვჯერა ჩვენი გუნდის და ბოლო მატჩი ყველაფერს გადაწყვეტს".

9 დეკემბერს, ბოლო ტურში "ანორთოსისი" ბელგრადში "პარტიზანს" დაუპირისპირდება და მხოლოდ მოგების შემთხვევაში გავა შემდეგ ეტაპზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლორა რატომ არ ათამაშა? არ ენდო? და რატო?
ლევან მაღლაკელიძე
23:18 27-11-2021
0
ბრავო ქეცბა, წარმატებები!
georgian
15:23 26-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული