"ჩერნომორეცის" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომლის კონტრაქტი კიევის "დინამოს" ეკუთვნის, ამას წინათ აღნიშნა, რომ წერა განსაკუთრებულად არ ეხერხება (ეს მისი არაა), თუმცა ჩინებულ პოსტებს აქვეყნებს და აი, რა დაწერა ამჯერად "ინსტაგრამზე" და როგორ შეაფასა საკუთარი კარიერა:
"გვარიანია, ფეხბურთში სამი წლიდან ვარ. თითქმის მთელი ცხოვრება.
მახსოვს, როგორ მინდოდა, ღამე მალე დასრულებულიყო, ახალი დღე დაწყებულიყო და რაც შეიძლება მალე წავსულიყავი ვარჯიშზე.
ეს იგივეა, როგორც დაბადების დღე ყოველდღე.
ფეხბურთელად გახდომა არ იყო ოცნება. ეს ჩემი მიზანი იყო".
გიორგიმ ამ სეზონში "ჩერნომორეცში"
ყველა ტურნირზე 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ზოგიერთი ენაკვიმატი იმასაც იტყვის, ეს ბიჭი პოსტებს უფრო ხშირად აქვეყნებს, ვიდრე გოლებს იტანსო. გიოს ძალიან ვქომაგობთ, ამიტომ იმედია, არ გვიწყენს და მისგან უფრო მეტ გოლს ველით.