წიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცის" მიმართ უკრაინულ მედიაში საკმაოდ დიდი ინტერესია

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში ბექა ვაჩიბერაძისა და გიორგი წიტაიშვილის "ჩერნომორეცი" "დნიპრო-1"-ს დაუპირისპირდება. ოდესელებს სულ 2 გამარჯვება აქვთ - აგვისტოს ("მარიუპოლთან" 3:2) შემდეგ მათ მხოლოდ ორიოდე ტურის წინ ("რუხთან 4:3) მოიგეს, სადაც თავი წიტაიშვილმაც გამოიჩინა და ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ბექა ვაჩიბერაძე კლუბის გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შეხვედრამ უკრაინულ მედიაში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც ua-football-ი იუწყება, "დნიპრო-1" ნოემბრის საუკეთესო გუნდია. მათ 3 შეხვედრაში გაიმარჯვეს, პოლტავის "ვორსკლა" კი დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხეს. საინტერესოა, რომ დნეპრელებს 11 გამ
არჯვება და 4 მარცხი აქვთ და ფრე საერთოდ არ უთამაშიათ.

გამოცემა ოდესელებზე წერს:

Sportall.Ge

"ზოგჯერ ისე ჩანს, რომ "ჩერნომორეცი" შეტევებს მხოლოდ ვარჯიშებზე ავითარებს, რადგან მათი თამაში უამრავ კითხვას ბადებს. გასულ კვირას "მეზღვაურებმა" შინ "დესნასთან" კარგად ითამაშა, მაგრამ უცნაური გოლი გაუშვა და ამის გამო მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მოროზის გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი წლის ბოლო ორ მატჩში რამე გამოასწოროს."

football24:

"ოდესელებს დიდი მოტივაცია ექნებათ, თუმცა რთული სათქმელია, წარმატებისთვის ეს რამდენად საკმარისი იქნება. თუკი "ჩერნომორეცი" გაიმარჯვებს, ეს სენსაციად აღიქმება."

ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრა "დნიპრო-1"-ის გამარჯვებით (3:0) დასრულდა. დღევანდელი მატჩი ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება. პირველ წრეში მხარეებმა მატჩის ჩატარების ადგილი შეცვალეს და დნეპრში ითამაშეს. შესაბამისად, დღევანდელი დაპირისპირება ოდესაში შედგება.

ქართველი გულშემატკივრების ინტერესი დღეს კიდევ 2 შეხვედრისკენაა მიმართული - გიორგი პაპუნაშვილისა და რევაზ ინჯგიას "აპოლონი", რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია, "ახნასს" (21:00 სთ) ესტუმრება, თუმცა ჩვენებურებს თამაშის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ ეძლევათ. საბერძნეთის სუპერლიგაში კი ბაჩანა არაბულის "ლამია" "იანინას" მიიღებს. სტუმრებს საინტერესო მეკარე ჰყავთ - რუსი იური ლოდიგინი წლების განმავლობაში "ზენიტის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გადაბარგდა.

არაბულის გუნდი 10 ქულით მე-12 ადგილზეა. ბაჩანას ანგარიშზე ჯერჯერობით 2 გოლია. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.

altვაჩიბერაძე - მატჩის საუკეთესო, წიტაიშვილის 20 წუთი

altწიტაიშვილი: ფეხბურთელად გახდომა არ იყო ოცნება, ეს იყო...

altდამაჯერებელი გაგნიძე, ინერტული წიტაიშვილი და შეხვედრის საუკეთესო ქართველი - ჩვენებურების შაბათი

alt"ბევრს სურს ევროპაში თამაში, მისი ღირებულება კი 20-25 მილიონი ევროა..." - წიტაიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული