საბერძნეთის სუპერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა ბაჩანა არაბულმა.
მე-13 ტურში არაბულის "ლამია" საკუთარ მოედანზე 0:2 მარცხდებოდა "ვოლოსთან". 59-ე წუთზე ჩვენებურმა პენალტით ანგარიში შეამცირა, ხოლო 61-ეზე მისმა ბოლოვიელმა თანაგუნდელმა დანი ბეჟანარომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. ბაჩანამ 84-ე წუთამდე ითამაშა.
არაბულს ჩემპიონატის 11 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, "ლამია" კი 11 ქულით მე-12 ადგილზეა და 19 დეკემბერს პირეოსში ლიდერ "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.