კაკაბაძემ ისევ თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მას შემდეგ, რაც "კრაკოვიას" მწვრთნელად მიხილ პრობერის ნაცვლად იაცეკ ზელინსკი დანიშნეს, საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში დამკვირდა და გუნდის თავკაცს იმედებს უმართლებს.

კაკაბაძემ პოლონეთის ექსტრაკლასა მე-15 ტურში "რაკუვს" შორიდან გაუტანა, დღეს კი იგივე მე-19 ტურში ვროცლავში "შლიონსკთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:0) გაიმეორა. ოთარმა ჩემპიონატის 8 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"კრაკოვია" 26 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 იანვარს ჩემპიონატის ლიდერს, ნიკა კვეკვესკირის "ლეხს" უმასპინძლებს.

geo-fans 07-ის ვიდეო

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოთარს საუკეთესო თამაშები ჯერ წინ აქვს...
tngh
14:32 19-12-2021
0
ეგ კარგია მარა ნაკრებში მალე კონკურენტიც მაგარი ეყოლება.
Zaza
13:44 19-12-2021
1

სიახლეები პოპულარული