5 ტურში 4 გოლი - ქართველი ფორვარდი ძალიან შედეგიანია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში ბექა მიქელთაძის "ნიუკასლ ჯეტსმა" სტუმრად "მაკარტურთან" 1:2 წააგო, ქართველმა ფორვარდმა კი ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები უკვე მე-18 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ - მათ მეკარე კურტო გაუძევეს. ბექამ საკუთარი გუნდი 35-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა ავსტრალიის ჩემპიონატის ლიდერმა 48-ზე გაათანაბრა, 84-ზე კი გამარჯვებაც მოახერხა.

მიქელთაძე ბომბარდირთა დავაში გალიდერდა, მე-6 ადგილზე მყოფი "ნიუკასლი" კი წლის უკანასკნელ შეხვედრას 26 დეკემბერს გამართავს.

altქართველი ფორვარდის დუბლი, საგოლე პასი და ბომბარდირობა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 5 /
ავსტრალიაა რა. ახალ ზელანდიაში თუ გადავა იქ კიდევ უფრო მეტს გაიტანს და ნაკრებს რა. მსგავსი ჩემპიონატების დომე კარგად ჩანს ვაკონყაზაიშვილის მაგალითზე. კორეის ჩემპიონატში სეზონის სიმბოლურში შეიყვანეს მაგრამ აქ რომ ჩამადეს არაფერი… აზაროვი, ჩაბრაძე და სხვა ბათუმის დინამოელები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე კორეის საუკეთესო ნახევარმცველი. ეგ არის ავსტრალიაც… ფული ექნება უბრალოდ ცოტა და მეტი და კარგ ქვეყანაში ცხოვრობს ეგ არის და ეგ. ავსტრალიის
ფეხბურთი არ გაიშვას
მერე რა
20:20 19-12-2021
4
ნაკრებში საჭიროა-ივნისში 4 გადაბმული თამაშია და ასეთი ბიჭები გვჭირდება
Levani
15:49 19-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული