"ვესტ ჰემმა" ხვიჩას ტრანსფერზე "რუბინს" მიმართა - ყაზანელებმა თანხა დაასახელეს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, კლუბები კი ნელ-ნელა აქტიურობენ და სასურველი ფეხბურთელების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

ინგლისური "ვესტ ჰემი" "რუბინის" ხელმძღვანელობას ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით გაესაუბრა. ბრიტანელებს აინტერესებთ, თუ რა თანხად შეელევიან ქართველ ტალანტს. წყაროს ცნობით, ყაზანურმა კლუბმა ტრანსფერში 13 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ხვიჩას, თითქოსდა რუსეთის პრემიერლიგაში ეს სეზონი არასახარბიელოდ მისდის, თუმცა შვედეთთან გატანილი 2 გოლის შემდეგ ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასთან ერთად, ხვიჩას სათამაშო სტილი დევიდ მოიესს ("ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს) გამოადგება.

მომზადებულია
footballinsider247-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 36 /
ისევ ერთ წრეზე, დავიწყეთ ტრიალი არა? ვისაც ხვიჩას ტრანსფერი არ გაუხარდეს, იმისი ყველაფერი! მაგრამ ისევ, ისე არ დაგვემართოს, როგორც "პირველ ტრანსფერებზე" ხვიჩას ის იწვევს, ხვიჩას ეს იწვევს და ასე შემდეგ. სანამ ზუსტად არ დაზუზტდება ხვიჩას გადასვლა რომელიმე ტოპ კლუბში, მანამდე არ დავიჯერებ.
წარმატება ვიჩას! თემო.
20 დეკემბერი 2021 20:42
3
ვესტ ჰემი კარგი გუნდია მაგრამ მე ვფიქრობ რომ პრემიერ ლიგა არ არის კვარაცხელიასთვის კარგი ჩემპიონატი იქ ძალიან არ უყვართ ტექნიკური ფეხბურთელები და სულ ფეხებში ურტყამენ მცველები და ფიზიკურად ყველა ძალიან მაგრად არის მომზადებული და შეიძლება ახლა ვერ "გაქაჩოს" პრემიერ ლიგაში თამაში.
ჩემი აზრით კვარასთვის ბუნდესლიგა ან ლალიგა ყველაზე კარგი ვარიანტია სადაც უფრო ლაღი თამაშებია ლალიგაში და ბუნდესლიგაში უფრო ტექნიკური შემოქმედებითი გუნდები თამაშობენ ლამაზი უხვგოლიანი შემტევი ფეხბურთის მიმდევრები არიან და მაგ გერმიაში თუ თავს გამოიჩენ ეგრევე ბაიერნის რადარზე ხარ ასე რომ მე ვფიქრობ მისი თამაშის სტილის შესაფერისი ლიგა უნდა მოძებნოს აგენტმა სადაც მას ექნება იმ თამაშის საშუალება რაც იცის და გამოზდის მე ვფიქრობ ახლა სერია ა და პრემიერ ლიგა მისთვის არ არის მისაღები ჩემპიონატები და არც ფრანგლული ლიგა ბუნდესლიგას და ლალიგას დახატავს იქ მაგრად განვითარდება.
გიო
20 დეკემბერი 2021 20:35
4
ღმერთმა ქნას და შედგეს ეს ტრანსფერი , ტოტენჰემი იდეალური შანსია მის უFრო მეტად განვითარებისათვის რაც დზალიან კარგი იქნება მისთვის და მთლიანად საქართველოს ნაკრებისათვის, წარმატებები კვარო ჩვენ შენთან ვართ:) Yველაფერი კარგად იქნება.
Georgia online
21 დეკემბერი 2021 16:30
1
ეს უკვე ზედმეტია, ორი წელია ერთი და იგივე მეორდება, ეს გუნდი ყიდულობს, ის გუნდი ყიდულობს და ბოლოს არაფერი, ჩემი თხოვნა იქნება თუ შეიძლება, სანამ ტრანსფერი არ განხორციელდება ნურაფერს დავწერთ და თუ ნორმალური ტრანსფერი შედგება ყველანი გავიხარებთ
Nukri
20 დეკემბერი 2021 21:18
8
ხოოოოო! დილით თუ არ ვცდები ევერტონშიოო, საღამოთი ვესტ ჰემი-ოო,ვინ იქნება ხვალ დილიდან საკითხავი აი ეს არის.......
me
20 დეკემბერი 2021 20:47
15
ვნახე და წავიკითხე ვესტ ხემის ყველა სატრანსფერო გეგმები და ხვიჩას გარდა კიდევ 5 ფეხბურთელს განიხილავენ თვითონაც ვერ გარკვეულან რომელ რგოლში სჭირდებათ გაძლიერვა--იმ ექცსიდან მარტო ხვიჩაა შემტევი და დანარენები ზოგი მცველია და ზო0გი ნახევარმცველი და ყველაზე ხშირად სახელდება ლივერპულის მცველის ფილიფსის გვარი ანუ ისაა მთავარი მიზანი ბესტ ხემის იმ 6 ფეხბურთელიდან ! ასე რომ არაა ეს ხვიჩას ამბავი ასე დამაჯერებელი @
zura222
21 დეკემბერი 2021 13:01
3
https://www.sportsmole.co.uk/football/spurs/transfer-talk/news/west-ham-everton-to-battle-for-georgian-starlet_473254.html
გია
20 დეკემბერი 2021 21:27
1
https://www.footballinsider247.com/

არაა ტყუილი, ამ საიტზე წერენ
giga
20 დეკემბერი 2021 21:14
0
რუსულ საიტზე ეწერა რო ევერტონი საუთჰემპტონი ვოსფურგი ჯენოა მილანი ოფიციალური შეთავაზება გაეგზავნა რუბინს და თვით აგენტს. კიდე ნახსენები იყო ლაციო და ვესტჰემი დორტმუნდი ინტერი მაგრამ ამათგან ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა
beqa
20 დეკემბერი 2021 18:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული