კოვიდ-აფეთქება მშვიდი სიტუაციის შემდეგ - მაკარიძის შეხვედრა გადაიდო

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 2021 წლის უკანასკნელ შეხვედრაში ლიდერ "ალმერიას", სადაც გიორგი მაკარიძე გამოდის, ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლუგოსთან" გასვლითი შეხვედრა უნდა გაემართა. კოვიდ-სიტუაციის გართულების გამო მატჩი გადაიდო.

Sportfinding-ის თანახმად, ლუგოელთა 15 წევრს, მათ შორის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს, ვირუსი დაუდასტურდა, კლუბის 27 წარმომადგენელი კი თვითიზოლაციაში გადავა. ახლა ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდა და მათ უახლოეს ტურამდე მომჯობინების შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში კოვიდის გამო შეხვედრის გაუქმების ეს პირველი შემთხვევაა. ინგლისის პრემიერლიგაში უკვე რამდენიმე მატჩი გადაიდო. თითქოს დამშვიდებული ეპიდვითარების შემდეგ, როცა სტადიონზე გულშემატკივრებიც დაბრუნდნენ, სიტუაცია ისევ
გართულდა.

რაც შეეხება "ალმერიას" - მათ 45 ქულა აქვთ და ლა ლიგაში გადასვლის უპირველესი ფავორიტები არიან. გიორგი მაკარიძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მხოლოდ "კოპა დელ რეის" მასშტაბით ეძლევა.

altქართველი მეკარეების ორშაბათი - მაკარიძისა და მამარდაშვილის შანსები


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული