"მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა" - ყველა დეტალი ტრანსფერზე

AutoSharing Option
სანამ ზარები 2022 წლის შემოსვლას გვამცნობენ, "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილს გაიფორმებს. კონტრაქტი და მისი ყველა პუნქტი, როგორც ფეხბურთელთან, ასევე ქართულ კლუბთან, უახლოეს საათებში შეთანხმდება.

"ღამურების" სამწვრთნელო შტაბს მიაჩნია, რომ მამარდაშვილი მნიშვნელოვანი აქტივია, რომელშიც თანხა გონივრულად იხარჯება. გიორგის ღირებულება 850 ათასი ევროა. თბილისური კლუბი თანხას 2 ნაწილად მიიღებს - 1 იანვარსა და 1 ივლისს. ასე რომ, მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა.

მეკარე კონტრაქტს 3 წლით, 2025 წლამდე გააფორმებს. მისი წლიური ხელფასი გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით მილიონ ევროს ვერ მიაღწევს.

ამ სეზონში კლუბი მას ფიქსირებულ, ყოველთვიურ გადასახადს უხდის და დამატებით თანხას ბონუსად ურიცხავდა, როცა სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა.

ქართველი მეკარის საბაზრო ფასი სამი სეზონის შემდეგ უფრო მაღალი იქნება - "დინამო თბილისთან" ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ის ყოველწლიურად ხუთი მილიონით გაიზრდება.

მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით 

altრას ნიშნავს რივეროს წასვლა? - "ვალენსიამ" მამარდაშვილი მალე უნდა გაიფორმოს...

altბორდალასის სატრანსფერო გეგმები - მამარდაშვილის საკითხი 3 იანვრის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 16 /
იყიდის არა მესამე მეკარეა ისეთები ჭამა
mamuka
27 დეკემბერი 2021 01:38
10
ბოლო ნაწილი ვერ გავიგე რა იგულისხმება 5 მილიონით გაზრდაში
dato
26 დეკემბერი 2021 13:03
0
ყოველ წელს გამოსასყიდი თანხა სხვა გუნდისთვის 5 მილ გაიზრდება. მაგ: თუ ერთ წელიწადში ბარსელონა მოინდომებს ყიდვას , ვალენსია ვერ დააფასებს 5მილ 850 ათას ზე მეტს .
იუკეი
26 დეკემბერი 2021 15:03
3
გილოცავ გიორგი! გისურვებ ვალენსიას ძირითადში ადგილის დამკვიდრებას და წარმატებულ კარიერას!!!
მაგარია!
24 დეკემბერი 2021 21:54
1
ჩვენი ყველაფერი ოქრო გვგონია და სხვისი ჟანგიანი რკინა. არ თქვათ ეხლა მამარდაშვილს ევროპაში კავკასიელი ვეფხვი შეარქვეს და ამის მერე, რაღას უცდის ვალენსიაო?
ვეფხვი კი არა კატასაც ვერ ქაჩავს,
ისე, ცოტაც რომ აცალოთ.ეს კიდევ წავა სიმაღლეში, ალბათ 30.. 40 სანტიმეტრი კიდევ გაიზრდება, წონასაც მოიმატებს და მერე კი ეყოლება მყიდველი..
არაა ისეთი სხარტი როგორიც მეკარე უნდა იყოს, ცეცხლს უნდა ანთებდეს საჯარიმოში, ცეცხლს! ეს კი ცოტა შიშით თამაშობს..არა ვარ მართალი?
კ ო მ ბ ლ ე
24 დეკემბერი 2021 19:15
91
დიაგნოზი გჭირდება აშკარად
კომბლეს
28 დეკემბერი 2021 13:52
0
შენგან განსხვავებით დაბოღმილი არ ვარ რომელიც გიოს წარმატებაზე გული გისკდება,ცხოვრებაში ასეთი კლავიატურის ღარიბი ლომი იქნები,გიო მამარდაშვილი ნომერ პირველია ეხლაც,წარმატებები მას,ეცადე სიღარიბეს მაინც დააღწიო თავი…
umut-s
25 დეკემბერი 2021 12:56
4
ყველა გამოხმაურება
მამარდაშვილზე უკეთესი მეკარე ვალენსიას არ ყავს,ცოტა მეტი ნდობა ჭირდება.
gia
24 დეკემბერი 2021 14:07
15
არც ისეთი მაგარია მამარდაშვილი, რომ ვალენსიას პირობები უკარნახოს. ძაან ჭკვიანურად მოიქცევა თუ დათანხმდება 3 წლიან კონტრაქტს და ცოტა ხანს სკამზე იჯდება ან გაანათხოვრებენ. ჯიჯი დონარუმა ზის სკამზე როცა საჭიროა არ არი ევროპაში ეგ მიდგომა რო 15 წლის ფეხბურთელი ძირითადში ათამაშონ 90% გაიფუჭებს ფსიქიკს და გადახედე საქართველოს ყოფილ პერსპექტიულებს თუარ გჯერა. არ ყავთ ჩვენზე ნაკლები ნიჭიერები არც ევროპაში.
me
24 დეკემბერი 2021 13:24
6
1 წლიანზე, უფრო სწორად 2023 წლის ზაფხულამდე უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს არ უნდა დათანხმდეს თითონ მამარდაშვილი!
SILVERMARCS
24 დეკემბერი 2021 13:02
11
ძალიან მოკლედ აზროვნებთ! თუ მოუწევს თამაში ვალენსიაში რაც დიდი თუს ქვეშაა და გაქაჩავს, 2022 წელს უკეთეს კონტრაქრტს გაუფორმებენ. თუ სულ სკამი ხეხა და თამაში არ მოუწია მისი როგორც ფეხბურთელის კარიერას ძალიან დააზიანებს და შეიძლება ვეღარც ითამაშოს მაღალ დონეზე! აგერ გაქვთ ჩაკვეტაძის მაგალითი თუ რა საშინელებაა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ხანგრძლივი კონტრაქტი! არც ათამაშებენ, არ გაყიდეს და კაცი მორალურად გატეხეს! მგონი ფეხბურთი შეაძულეს!
გამოხმაურება
24 დეკემბერი 2021 14:18
3
მერე შენ გადაუხდი მაგხელა ხელფასს??????
Diax batono!!!
24 დეკემბერი 2021 13:58
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული