"მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა" - ყველა დეტალი ტრანსფერზე

AutoSharing Option
სანამ ზარები 2022 წლის შემოსვლას გვამცნობენ, "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილს გაიფორმებს. კონტრაქტი და მისი ყველა პუნქტი, როგორც ფეხბურთელთან, ასევე ქართულ კლუბთან, უახლოეს საათებში შეთანხმდება.

"ღამურების" სამწვრთნელო შტაბს მიაჩნია, რომ მამარდაშვილი მნიშვნელოვანი აქტივია, რომელშიც თანხა გონივრულად იხარჯება. გიორგის ღირებულება 850 ათასი ევროა. თბილისური კლუბი თანხას 2 ნაწილად მიიღებს - 1 იანვარსა და 1 ივლისს. ასე რომ, მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა.

მეკარე კონტრაქტს 3 წლით, 2025 წლამდე გააფორმებს. მისი წლიური ხელფასი გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით მილიონ ევროს ვერ მიაღწევს.

ამ სეზონში კლუბი მას ფიქსირებულ, ყოველთვიურ გადასახადს უხდის და დამატებით თანხას ბონუსად ურიცხავდა, როცა სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა.

ქართველი მეკარის საბაზრო ფასი სამი სეზონის შემდეგ უფრო მაღალი იქნება - "დინამო თბილისთან" ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ის ყოველწლიურად ხუთი მილიონით გაიზრდება.

მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით 

altრას ნიშნავს რივეროს წასვლა? - "ვალენსიამ" მამარდაშვილი მალე უნდა გაიფორმოს...

altბორდალასის სატრანსფერო გეგმები - მამარდაშვილის საკითხი 3 იანვრის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 16 /
იყიდის არა მესამე მეკარეა ისეთები ჭამა
mamuka
01:38 27-12-2021
10
ბოლო ნაწილი ვერ გავიგე რა იგულისხმება 5 მილიონით გაზრდაში
dato
13:03 26-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული