"ხვიჩა 30 მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს - ფულია საჭირო" - ყაზანის მერი

AutoSharing Option
ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მაისამდე "რუბინის" პრეზიდენტი იყო, პრესკონფერენციაზე 2021 წლის მიხედვით გუნდის თამაში შეაფასა.

"მე ისევ "რუბინის" გულშემატკივარი ვარ, მახარებს და ამაყი ვარ გამარჯვებებით, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ აღარ მაინტერესებს. სლუცკი მაგარია, შესანიშნავი და ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. რუსტემ საიმანოვი დიდებული გენერალური მენეჯერია. კარგი გუნდი შეკრიბეს, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ არ ჰყოფნის - ფული. მაშინ ჩემპიონები გახდებიან. დახმარებაა საჭირო. "რუბინის" ბიუჯეტი დიდი არ არის.

10 ფეხბურთელი შეიძინეს. ფეხბურთელთა ფასი ისეთი იყო, რომ შემადგენლობის მიხედვით
მეათე ადგილის გუნდი მივიღეთ. პატივცემული ბერდიევის რეკორდი 19 მოთამაშის შეძენაა. იმისათვის, რათა "ზენიტთან", "სპარტაკთან", "კრასნოდართან", ცსკა-სთან, "ლოკომოტივთან" და "დინამოსთან" ვითამაშოთ, რომლებსაც სატურნირო ცხრილში დაქვეითება არ უნდათ, ფეხბურთის სიყვარული და სლუცკისა და საიმანოვის გამოცდილება საკმარისი არ არის. ხვიჩა სეზონში 30 მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს, ისევე როგორც ურემოვიჩი, დიუპინი და ა.შ. ვიღაცას ტრავმა აქვს. სათადარიგოთა სკამია საჭირო", - ციტირებს მეტშინს "БИЗНЕС Online".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა მატჩს ერთ დონეზე ვერავინ ვერ თამაშობს... დროა, ეს ჭეშმარიტება ყველამ გავიგოთ!!!
tngh
16:33 25-12-2021
0
მე თავიდანვე ვიძახდი რა ამბავია მეთქი 5 წელიიი @ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ლოკომოტივში რომ დარჩენილიყო 1+1 კონტრაქტით !
zura222
14:30 25-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული