კვიპროსის ჩემპიონატზე ქართველების „აპოელმა“ საკუთარ მოედანზე 4:2 დაამარცხა „ომონია“.
ადგილობრივი პრესა აღნიშნავს, რომ ბოლო ორწელიწადნახევარში "აპოელმა" ჩემპიონატზე "ომონიას" პირველად სძლია და გიორგი ქვილითია იანის საციასთან ერთად მატჩის გმირი გახდა.
ეს შეხვედრა 29 ნოემბერს მე-17 წუთზე ნისლის გამო შეწყდა და დღეს გაგრძელდა.
ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა - 47-ე წუთზე საციასს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 58-ეზე კი გიორგიმ პენალტი მოიპოვა და თავად შეასრულა ზუსტად. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია, ხოლო ბუბა დაუშვილმა ითამაშა და კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო.
ქვილითიას ანგარიშზე 12 მატჩში 4 გოლია, ხოლო „აპოელი“, რომელმაც
ფრედ დასრულებული 4 შეხვედრის შემდეგ გაიმარჯვა, 20 ქულით მე-6 ადგილზეა და 5 იანვარს სტუმრად „პაეეკს“ დაუპირისპირდება.
ნამატჩევს ქვილითაიამ განაცხადა, რომ მრავალ მიზეზთა გამო გამარჯვება სჭირდებოდათ, სატურნირო ცხრილში ამ მდგომარეობას არ იმსახურებენ და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.