გმირი ქვილითაია და "აპოელის" ნანატრი გამარჯვება "ომონიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატზე ქართველების „აპოელმა“ საკუთარ მოედანზე 4:2 დაამარცხა „ომონია“.

ადგილობრივი პრესა აღნიშნავს, რომ ბოლო ორწელიწადნახევარში "აპოელმა" ჩემპიონატზე "ომონიას" პირველად სძლია და გიორგი ქვილითია იანის საციასთან ერთად მატჩის გმირი გახდა.

ეს შეხვედრა 29 ნოემბერს მე-17 წუთზე ნისლის გამო შეწყდა და დღეს გაგრძელდა.

ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა - 47-ე წუთზე საციასს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 58-ეზე კი გიორგიმ პენალტი მოიპოვა და თავად შეასრულა ზუსტად. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია, ხოლო ბუბა დაუშვილმა ითამაშა და კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო.

ქვილითიას ანგარიშზე 12 მატჩში 4 გოლია, ხოლო
„აპოელი“, რომელმაც
ფრედ დასრულებული 4 შეხვედრის შემდეგ გაიმარჯვა, 20 ქულით მე-6 ადგილზეა და 5 იანვარს სტუმრად „პაეეკს“ დაუპირისპირდება.

ნამატჩევს ქვილითაიამ განაცხადა, რომ მრავალ მიზეზთა გამო გამარჯვება სჭირდებოდათ, სატურნირო ცხრილში ამ მდგომარეობას არ იმსახურებენ და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გიორგის და ყველა ქართველს,სპორტსმენს თუ არასპორტსმენს!
mamuka09ze
09:34 27-12-2021
0

სიახლეები პოპულარული