საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" სხვა 15 ფეხბურთელთან ერთად იჯარით "ჩერნომორეცში" ჰყავს გაშვებული. ახლა ამ კლუბის შეძენას ბიზნესმენები ბორის
კაუფმანი და ალეკსანდრ გრანოვსკი აპირებენ, ისინი კი ადგილობრივ მოთამაშეებზე გააკეთებენ აქცენტს.
კიევის "დინამოს" მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ შეიძლება მშობლიურ ბუქარესტის "დინამოს" დაეხმაროს და "დესანტი" ამჯერად რუმინეთში "გადასხას". ლუჩესკუმ ბუქარესტული გუნდის თავკაც ფლავიუს სტოიკანს 12 ფეხბურთელის სია გადასცა და მას შეუძლია ყველა ნაახალწლევს წაიყვანოს. ჯერ უცნობია, არის თუ არა ამ სიაში გიორგი.
ადრე გავრცელ
და ინფორმაცია, რომ წიტაიშვილის სამსახურით "სლოვანი", "ვისლა" და "ფეჰერვარი" არიან დაინტერესებულნი.