წიტაიშვილის ბუქარესტის "დინამოში" გადასვლა რეალურია

AutoSharing Option
გუშინ შეგატყობინეთ, რომ კიევის „დინამოს“ მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ შეიძლება „ჩერნომორეცში“ იჯარით გაშვებული ფეხბურთელები და მათ შორის, 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი მშობლიურ ბუქარესტის "დინამოში" გაუშვას. დღეს ეს ინფორმაცია რუმინულმა „სპორტმა“ და „პროსპორტმა“ დაადასტურეს.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ შეთავაზებულ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირად ღირებული (1 მილიონი ევრო) წიტაიშვილია და მათ გუნდი გავარდნისაგან უნდა გადაარჩინონ. „დინამო“ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

შეთავაზებული ფეხბურთელები

ვლადისლავ კუჩერუკი (მეკარე, 22 წლის, ფასი 300 ათასი)
კრისტიან ბილოვარი (მცველი, 20 წლის, 200 ათასი)
რომან ვანტუხი (მცველი, 23 წლის,
400 ათასი)
დენის კუზიკი (მცველი, 19 წლის, 300 ათასი)
დანილ სკორკო (მცველი, 19 წლის, 200 ათასი)
იური ტლუმაკი (მცველი, 19 წლის, 200 ათასი)
მოჰამედ კადირი (ნახევარმცველი, განა, 25 წლის, 800 ათასი)
ნიკოლაი მიხაილენკო (ნახევარმცველი, 20 წლის, 400 ათასი)
ბოგდან ბილოშევსკი (ნახევარმცველი, 21 წლის, 200 ათასი)
ევგენი სმირნი (ნახევარმცველი, 23 წლის, 400 ათასი)
იაროსლავ ნადოლსკი (ნახევარმცველი, 20 წლის, 100 ათასი)
გიორგი წიტაიშვილი (ნახევარმცველი, 21 წლის, საქართველო, 1 მილიონი)
ვადიმ მაშენკო (ნახევარმცველი, 21 წლის, 50 ათასი)
ევგენი ისაენკო (თავდამსხმელი, 21 წლის, 300 ათასი)
ვლადისლავ ვანატი (თავდამსხმელი, 19 წლის, 300 ათასი)
დანილ სუხორუჩკო (თავდამსხმელი, 21 წლის, 100 ათასი)

„ჩერნომორეცის“ მწვრთნელად თავის თანაშემწეებიანად კიევის „დინამოდან“ იური მოროზი იყო მივლენილი და მან განაცხადა, რომ კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ შექმნილ ვითარებაში არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამასაც ღუპავენ არადა ხარისხიანი ფეხბურთელია, კარგი მწვრთნელი ბევრ რამეს ასწავლიდა
წითელიმწვანე
13:17 30-12-2021
1
გიორგი, ეგ წვერი გაიპარსე და მეტი შემოთავაზება გექნება სერიოზული გუნდებიდან, მერწმუნე ეგრეა, ჩათვალე კეთილი რჩევაა...
ვენეციის კომისია
12:03 30-12-2021
6

სიახლეები პოპულარული