კვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - იმედია, 2022 წელი უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის

AutoSharing Option
"ანორთოსისმა" თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით იმის გამო გაუწყვიტა, რომ მან სტადიონზე თანანაკრებელ გურამ კაშიასთან ერთად ყოფნისას, "აპოელის" ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლისას გაიღიმა. gipedo.politis.com.cy-ს ჟურნალისტმა დიმიტრის დიმიტრიუმ ამის გამო ფამაგუსტური კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა:

ნიკა კაჭარავა, მე შენ ბოდიშს გიხდი...

"კვიპროსში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით ფეხბურთში.

ცოტა ხნის წინ ერთმა გუნდმა უცხოელი ფეხბურთელი იმის გამო გააგდო, რომ მან თითქოს მეტოქე გუნდში მოთამაშე თანამემამულის მიერ გატანილი გოლი აღნიშნა და ეს გულშემატკივართა თხოვნით გააკეთეს! ისინი ძალიან გაბრაზდნენ, რადგან "ფეისბუქზე" ნახეს, როგორ
ზეიმობდა ქვილითაიას "ომონიასთან" პენალტიდან გატანილ გოლს!

მე ვამბობ, რომ კაჭარავა კი არ ზეიმობდა, არამედ გაიცინა ქართველი ფეხბურთელის რეაქციაზე, რომელიც მასთან სტუმრად იმყოფებოდა და სტადიონზე ტრიბუნაზე ერთად იყვნენ, მაგრამ ჩემს ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კვიპროსში გადაწყვეტილებას გულშემატკივრები იღებენ, კლუბი კი ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ დონისმა "აპოელში" მორაისის შემცვლელად ალბანელი ტალანტი შეარჩია. როდესაც ის ათენიდან გამომგზავრებას აპირებდა, ქომაგების თხოვნით თვითმფრინავიდან ჩამოსვეს.

ამ ფეხბურთელმა 20 წლის ასაკში გოლის ზეიმისას ხელებით ალბანეთის ეროვნული სიმბოლო გამოსახა! ეს დასჯადი დანაშაულია და ამიტომ ვერ მოხვდა "აპოელში".

ნიკა კაჭარავა, დღეს მე ვწერ ამ სტატიას, რათა დიდი ბოდიში მოგიხადო იმს გამო, რომ თქვენ დაზარალდით. თუ მათ არ სჭირდებოდით, უნდა პირდაპირ ეთქვათ და ეს ფანების მეშვეობით არ უნდა გაეკეთებინათ. ჩემო კეთილო მეგობრებო, იმედი მაქვს, 2022 წელი ჩვენ უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის".

მკითხველის კომენტარები / 6 /
კვიპროსში იმხელა ხელფასი აქვს მაგდენი ერთად არ ექნებათ ბათუმის მოთამაშეებს,რომ შეკრიბო :) რა დინამო ბათუმი, წავა პოლონეთში ალბათ :)
ბათუმელ ექსპერტს
19:53 02-01-2022
1
კაჭარავა და ქვილითაია ერთადაც თამაშობდნენ და ნაკრებშიც წლებია ერთად არიან.თუნდაც მეგობრის წარმატებაზე რომ გაეღიმა,ამაში ცუდი რა უნდა დაენახათ?ქვილითაიაც ხომ მათ გუნდში თამაშობდა მანამდე და კლუბმა ვერ შეძლო მისი შენარჩუნება?არ მოგწონდეს ერთია,მაგრამ შენი მეგობრის წარმატებაზე რატომ იღიმიო,გუნდიდან გაგდების მოთხოვნა,ნამეტანი ხომ არ არის?ძალიან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა და არა მგონია მათთვის სასიკეთო შედეგები მოჰქონდეს.ქართველები ამას ალბათ ვერასოდეს მივიღებთ და არც არის მისაღები.ამას მე,სიხარულის გამოხატვაზე ვამბობ და უბრალო გაღიმებაზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია
სოსო
18:51 02-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული