წიტაიშვილმა თავის მომავალ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
კიევის "დინამოდან" იჯარით "ჩერნომორეცში" გაშვებულ ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის შესახებ იტყობინებოდნენ, რომ მისი სამსახურით ბუქარესტის "დინამო", "ფეჰერვარი", "სლოვანი" და "ვისლა" არიან დაინტერესებული. აღნიშნულ საკითხზე Meta-ratings-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა:

"ბევრი საუბარია და შეიძლება ვარიანტებიც ბევრი იყოს, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობა მიიღებს.

მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ შვებულების შემდეგ კიევში ვბრუნდები, ხოლო რა იქნება შემდეგ, უკვე იქ შევიტყობ.

"ჩერნომორეცი"? კარგა ხანია არ მითამაშია და ბოლო ოთხ წელიწადში ეს ჩემი პირველი სტაბილური სეზონი იყო. ჩემთვის
ეს მნიშვნელოვანი გახლდათ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მაგრად გავიხსენი და თავი შესანიშნავ ფორმაში ვიგრძენი. ძალიან დიდხანს არ მითამაშია და ამიტომ კიდევ დრო მჭირდება, რათა ჩემი საფეხბურთო დონე სრულად დავიბრუნო. მიხარია, რომ "ჩერნომორეცში" ვიყავი და იური მოროზთან ვიმუშავე. ის შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პერიოდი წამადგა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
შოკოლადი უფრო გემრიელია, თუ გემი უფრო სწრაფად მიცურავს?
0
ჯერ გადახტი და მერე ოპა დაიᲫაᲮე
მოქალაქე
10:49 04-01-2022
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული