კიევის "დინამოდან" იჯარით "ჩერნომორეცში" გაშვებულ ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის შესახებ იტყობინებოდნენ, რომ მისი სამსახურით ბუქარესტის "დინამო", "ფეჰერვარი", "სლოვანი" და "ვისლა" არიან დაინტერესებული. აღნიშნულ საკითხზე Meta-ratings-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა:
"ბევრი საუბარია და შეიძლება ვარიანტებიც ბევრი იყოს, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობა მიიღებს.
მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ შვებულების შემდეგ კიევში ვბრუნდები, ხოლო რა იქნება შემდეგ, უკვე იქ შევიტყობ.
"ჩერნომორეცი"? კარგა ხანია არ მითამაშია და ბოლო ოთხ წელიწადში ეს ჩემი პირველი სტაბილური სეზონი იყო. ჩემთვის