
მაკარიძეს ჩემპიონატზე თამაში არ უწევს, თასზე კი სისტემატურად ასპარეზობს და ძალიან საიმედოდ იცავს კარს, მაგრამ 52-ე წუთზე გოლის გაშვების შემდეგ, როდესაც ანგარიში 1:1 გახდა, ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 84-ე წუთზე სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და 1/8-ფინალში გავიდნენ.
„ალმერია“ სეგუნდა დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი და პრიმერაში დაწინაურების მთავარი კანდიდატია.