ბელგიური voetbalprimeur.be გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს.
როგორც აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ, ჩვენებურს იჯარით წასვლა და მეტი სათამაშო დრო სურს, თუმცა "გენტი" ამაზე უარზეა.
ამის მიზეზი კი ბელგიელების მხრიდან ქართველი ფეხბურთელში ჩადებული ინვესტიციებია.
"გენტის" მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ ჩვენებურს სავარჯიშო მონდომება აკლია და მას სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.
ჩაკვეტაძე ბოლოს მოედანზე 2021 წლის 9 დეკემბერს "ფლორასთან" კონფერენს ლიგის მატჩში გამოჩნდა მოედანზე და მას შემდეგ კლუბის განაცხადში ვერ ხვდება.
საკუთარითავია მაგის მტერი. თუ მიხვდება კარგია, არადა სპორტსმენი არ ყოფილა და სხვა საქმეს მოკიდოს ხელი. თუ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ფსიქოლოგი აიყვანოს და იმკურნალოს. და ნუ აპრავებთ აქ ზოგიერთები.